facebook twitter google

ჩვენს შესახებ

თვალის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მსოფლიოში ცნობილი ოფთალმოგიური ფირმების უახლესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური აპარატურით.

 კლინიკაში ფუნქციონირებს ბავშვთა და მოზარდთა მხედველობის დაცვის კაბინეტი, სადაც შესაძლებელია რეფრაქციის დიაგნოსტიკა და მისი კორექცია (სათვალე, კონტაქტური ლინზა) ნებისმიერ ასაკში, ასევე სიელმისა და ამბლიოპიის გამოვლენა. გამოიყენება კონსერვატიული მკურნალობის მეთოდების ფართო დიაპაზონი, თვალის მამოძრავებელ კუნთებზე სპეციალური ოპერაციები. შესაძლებელია სიელმის მქონე პაციენტთა დიდი ნაწილის სრული რეაბილიტაცია.

  კლინიკაში მაღალკვალიფიციური კონსულტაციები უტარდება ახალშობილებსა და ჩვილებს. შესაძლოა თვალის წინა და უკანა მონაკვეთის სრულყოფილი გამოკვლევა, თანდაყოლილი პათოლოგიებისა და განვითარების მანკების დროული დიაგნოსტიკა. საცრემლე გზების გამავლობის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობა.

 

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი "მზერა" გისურვებთ ჯანმრთელობას