A PHP Error was encountered

Severity: 8192

Message: Return type of CI_Session_files_driver::open($save_path, $name) should either be compatible with SessionHandlerInterface::open(string $path, string $name): bool, or the #[\ReturnTypeWillChange] attribute should be used to temporarily suppress the notice

Filename: drivers/Session_files_driver.php

Line Number: 113

Backtrace:

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/application/controllers/Service.php
Line: 6
Function: __construct

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/index.php
Line: 315
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: 8192

Message: Return type of CI_Session_files_driver::close() should either be compatible with SessionHandlerInterface::close(): bool, or the #[\ReturnTypeWillChange] attribute should be used to temporarily suppress the notice

Filename: drivers/Session_files_driver.php

Line Number: 280

Backtrace:

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/application/controllers/Service.php
Line: 6
Function: __construct

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/index.php
Line: 315
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: 8192

Message: Return type of CI_Session_files_driver::read($session_id) should either be compatible with SessionHandlerInterface::read(string $id): string|false, or the #[\ReturnTypeWillChange] attribute should be used to temporarily suppress the notice

Filename: drivers/Session_files_driver.php

Line Number: 145

Backtrace:

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/application/controllers/Service.php
Line: 6
Function: __construct

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/index.php
Line: 315
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: 8192

Message: Return type of CI_Session_files_driver::write($session_id, $session_data) should either be compatible with SessionHandlerInterface::write(string $id, string $data): bool, or the #[\ReturnTypeWillChange] attribute should be used to temporarily suppress the notice

Filename: drivers/Session_files_driver.php

Line Number: 223

Backtrace:

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/application/controllers/Service.php
Line: 6
Function: __construct

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/index.php
Line: 315
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: 8192

Message: Return type of CI_Session_files_driver::destroy($session_id) should either be compatible with SessionHandlerInterface::destroy(string $id): bool, or the #[\ReturnTypeWillChange] attribute should be used to temporarily suppress the notice

Filename: drivers/Session_files_driver.php

Line Number: 303

Backtrace:

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/application/controllers/Service.php
Line: 6
Function: __construct

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/index.php
Line: 315
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: 8192

Message: Return type of CI_Session_files_driver::gc($maxlifetime) should either be compatible with SessionHandlerInterface::gc(int $max_lifetime): int|false, or the #[\ReturnTypeWillChange] attribute should be used to temporarily suppress the notice

Filename: drivers/Session_files_driver.php

Line Number: 344

Backtrace:

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/application/controllers/Service.php
Line: 6
Function: __construct

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/index.php
Line: 315
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: ini_set(): Session ini settings cannot be changed after headers have already been sent

Filename: Session/Session.php

Line Number: 281

Backtrace:

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/application/controllers/Service.php
Line: 6
Function: __construct

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/index.php
Line: 315
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_set_cookie_params(): Session cookie parameters cannot be changed after headers have already been sent

Filename: Session/Session.php

Line Number: 293

Backtrace:

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/application/controllers/Service.php
Line: 6
Function: __construct

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/index.php
Line: 315
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: ini_set(): Session ini settings cannot be changed after headers have already been sent

Filename: Session/Session.php

Line Number: 303

Backtrace:

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/application/controllers/Service.php
Line: 6
Function: __construct

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/index.php
Line: 315
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: ini_set(): Session ini settings cannot be changed after headers have already been sent

Filename: Session/Session.php

Line Number: 313

Backtrace:

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/application/controllers/Service.php
Line: 6
Function: __construct

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/index.php
Line: 315
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: ini_set(): Session ini settings cannot be changed after headers have already been sent

Filename: Session/Session.php

Line Number: 314

Backtrace:

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/application/controllers/Service.php
Line: 6
Function: __construct

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/index.php
Line: 315
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: ini_set(): Session ini settings cannot be changed after headers have already been sent

Filename: Session/Session.php

Line Number: 315

Backtrace:

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/application/controllers/Service.php
Line: 6
Function: __construct

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/index.php
Line: 315
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: ini_set(): Session ini settings cannot be changed after headers have already been sent

Filename: Session/Session.php

Line Number: 316

Backtrace:

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/application/controllers/Service.php
Line: 6
Function: __construct

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/index.php
Line: 315
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_set_save_handler(): Session save handler cannot be changed after headers have already been sent

Filename: Session/Session.php

Line Number: 107

Backtrace:

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/application/controllers/Service.php
Line: 6
Function: __construct

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/index.php
Line: 315
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Session cannot be started after headers have already been sent

Filename: Session/Session.php

Line Number: 140

Backtrace:

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/application/controllers/Service.php
Line: 6
Function: __construct

File: /home/mzeracli/domains/mzeraclinic.ge/public_html/index.php
Line: 315
Function: require_once

Mzera
facebook twitter google
2018-07-27 11:24:54

მკურნალობა

 

 

 

1. თვალის წინა მონაკვეთის მწვავე და ქრონიკული დაავადებები;

2. მშრალი თვალი;

3. რეფრაქციული ანომალიები (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) და სიელმე:

   • სავარჯიშო აპარატებით მხედველობის ფუნქციების სტიმულაცია;

   • სათვალეებით და კონტაქტური ლინზებით კორექცია.

4. კატარაქტა;

5. გლაუკომა;

6. თვალის ანთებითი დაავადებები (ირიდოციკლიტი, უვეიტი, ქორორეტინიტი);

7. ბადურა გარსის დაავადებები:

   • ასაკობრივი მაკულოდისტროფია;

   • დიაბეტური რეტინოპათია;

   • ბადურა გარსის ცენტრალური ვენის თრომბოზი;

   • ბადურა გარსის ჩამოცლა;

   • ბადურა გარსის პერიფერიული დეგენერაციები.

8. მხედველობის ნერვის დაავადებები;

 9. თვალის კაკლისა და ირგვლივ მდებარე ნაწილების ტრავმები და დამწვრობები.

 

 

   მშრალი თვალის სინდრომი

    იგივე მშრალი კერატოკონიუნქტივიტი წარმოადგენს პაციენტის ოფთალმოლოგთან მიმართვის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს. „მშრალი თვალის“ სინდრომი იშვიათად იწვევს მხედველობის სრულ დაკარგვას ან საგრძნობ დაქვეითებას, თუმცა ძლიერი დისკომფორტის გამო ის მნიშვნელოვნად აქვეითებს ადამიანთა ცხოვრების ხარისხს.
    მშრალი თვალის სინდრომის დროს, თვალის არასაკმარისად დატენიანების გამო, ნაკლებად ჩამოირეცხება და გამოიდევნება უცხო სხეულები, ირღვევა რქოვანას კვების პროცესი, უარესდება მხედველობა, ირღვევა ცრემლის დამცველობითი ფუნქცია, რაც შესაძლოა, თვალების ინფექციურ – ანთებითი პროცესის მიზეზი გახდეს. მხედველობის დისკომფორტი, რომელიც ახლავს მშრალ თვალს, განაპირობებს შრომის უნარიანობის დაქვეითებას და შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და დეპრესია, ხოლო ხანგრძლივად არსებობის შემთხვევაში – მხედველობის სერიოზული დარღვევები.

 

„მშრალი თვალის“ გამომწვევი მიზეზები

• კომპიუტერთან, ხანგრძლივი მუშაობა („კომპიუტერული მხედველო ბითი სინდრომი“);
• კონტაქტური ლინზების ტარება;
• ჰაერის კონდიცირება;
• მზის ულტრაისფერი გამოსხივება;
• ქლორიანი წყლის ზემოქმედებით;
• სხვადასხვა ქიმიური ნაერთები;
• სიგარეტის ბოლი;
• თვალის ოპერაციები (მაგალითად, რეფრაქციული ქირურგიული ჩარევა).

 

სიმპტომები, რომლებიც დაგვეხმარებიან „მშრალი თვალის“ სინდრომის დიაგნოსტირებაში:

    • საერთო მხედველობითი დისკომფორტი;
    • თვალების ლორწოვანის შეწითლება ქავილის გარეშე;
    • თვალებში სიმძიმის, დაღლილობის, სიმშრალის, ჭრის, წვის ან უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება;
    • ცრემლდენა და დისკომფორტი ქარში, სიმშრალეში, კონდიცირებული ატმოსფეროს პირობებში;
    • სინათლის შიში;
    • თვალის არეში სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილის შეგრძნება, განსაკუთრებით თვალის ხამხამის დროს;
    • მხედველობის სიმახვილის პერიოდული დაქვეითება და დასვენების შემდგომი გაუმჯობესება;
    • მცირე რაოდენობით ლორწოვანი გამონადენი თვალების კუთხეებში;
    • თვალების ხამხამის გახშირება.
    მოცემული სიმპტომებიდან 2-3 პუნქტების არსებობისაც კი ადგილი აქვს ცრემლის გამოყოფის ფარულ ან გამოვლენილ შემცირებას.

 

მკურნალობა

I. გამოყოფილი ცრემლის შენარჩუნება:
1. ოთახის ტემპერატურის დაქვეითება საცრემლე აპკის აორთქლების მიზნით;
2. შენობის ჰაერის დამატენიანებლების გამოყენება შეიძლება, მაგრამ ხშირად არაეფექტურია, სპეციალური დამცავი სათვალის გამოყენებით შესაძლოა ადგილობრივად გავზარდოთ ტენიანობა;
3. ნაწილობრივი ლატერალური ტარზორაფია, მცირდება ქუთუთოებს შორის სივრცე და ამის ხარჯზე მცირდება ცრემლის აორთქლება.
II. ცრემლის შემცველები:
1. წვეთები:
ა) დაბალი სიბლანტის პრეპარატები (ხშირი ჩაწვეთება);
ბ) საშუალო სიბლანტის პრეპარატები (4-6 დღე-ღამეში);
გ) მაღალი სიბლანტის პრეპარატები (1-4 დღე-ღამეში).
2. გელები.
3. მალამოები.
III. ცრემლის გადინების შემცირება:
1. საცრემლე წერტილის დროებითი ოკლუზია ხორციელდება კოლაგენის საცობის საცრემლე არხში მოთავსებით. დროებითი  ოკლუზიის მთავარი მიზანია დამოწმდეს ის ფაქტი,რომ ჭარბი ცრემლდენა არ განვითარდება მუდმივი ოკლუზიის შემდეგ.
2. დროებითი ხანგრძლივი ოკლუზია (რამოდენიმე თვის განმავლობაში) ხორციელდება სილიკონის საცობების გამოყენებით.

 

 

   რეფრაქციული ანომალიები (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) და სიელმე

    რეფრაქციული ანომალიები
    რეფრაქცია - ეს არის თვალის ოპტიკური სისტემის გარდამტეხი ძალის შესაბამისობა ანატომიურ ღერძთან.
    ემეტროპია - რეფრაქციის სრულყოფილი სახეა. ამ დროს დანახული ობიექტის გამოსახულება ზუსტად ბადურაზე ფოკუსირდება.
    რეფრაქციის ანომალიებია: მიოპია (ახლომხედველობა), ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა), ასტიგმატიზმი.
    მიოპია - პაციენტს უჭირს შორს მხედველობა. ძირითადად მიოპია იწყება ადრეულ სასკოლო ასაკში. ხელშემწყობი ფაქტორებია ახლო მანძილზე ხანგრძლივი მუშაობა დასუსტებული აკომოდაციის პირობებში, გენეტიკური ფაქტორი, სკლერის ბიომექანიკური თვისებების დარღვევა და სხვ. თანდაყოლილი მიოპიის შემთხვევაში ადგილი აქვს განვითარების სხვა  მანკების თანაარსებობას. მაღალი ხარისხის პროგრესირებადი მიოპიისათვის დამახასიათებელია თვალის სტრუქტურებში პათოლოგიური ცვლილებების განვითარება: მინისებური სხეულის დესტრუქცია, ცენტრალური და პერიფერიული ქორიორეტინალური  დისტროფიები, სისხლჩაქცევები, ბადურის ნახეთქები და ჩამოცლა.
    მკურნალობა ითვალისწინებს პირველ რიგში სათვალით ან კონტაქტური ლინზებით კორექციას. კონსერვატული მეთოდებიდან:
    1. მედიკამენტოზური (ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, სიმპტომატური მოქმედების პრეპარატები) მკურნალობა;
    2. სავარჯიშო აპარატით აკომოდაციას კუნთის შრომისუნარიანობის გაუმჯობესება, ვინაიდან აკომოდაციის სისუსტე ერთ-ერთი პათოგენეზური რგოლია დაავადების დაწყებისა და შემდგომი პროგრესირებისათვის
    ჰიპერმეტროპია - პაციენტთა უმრავლესობას ახალგაზრდა ასაკში, აკომოდაციის წყალობით, შესაძლოა არ ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული ჩივილები. ჰიპერმეტროპიის საშუალო და მაღალი ხარისხის შემთხვევაში (+3,0 დპტრ და ზემოთ) ახლო მანძილზე მუშაობისას ვითარდება სწრაფი გადაღლილობა, თვალებისა და თავის ტკივილი, შორს მხედველობის ნაწილობრივი დაქვეითებაც.
    მკურნალობა გულისხმობს კორექციას სათვალითა და კონტაქტური ლინზებით, სავარჯიშო აპარატებით აკომოდაციის გაუმჯობესებას. 
    ასტიგმატიზმი - რქოვანა გარსის სხვადასხვა მერიდიანში სხვადასხვა სიმრუდის გამო სინათლის სხივების თავმოყრა ერთ ფოკუსურ წერტილში ვერ ხერხდება. პაციენტი უჩივის მხედველობის გაძნელებას როგორც ახლოს, ისე შორ მანძილზე. მკურნალობა გულისხმობს სათვალით ან კონტაქტურ კორექციას, სავარჯიშო აპარატებით მხედველობის ფუნქციის სტიმულაციას.

 

    სიელმე
    სიელმე არის თვალების მდებარეობის პათოლოგია, რომელიც ხასიათდება საერთო საფიქსაციო წერტილიდან ერთ-ერთი თვალის მუდმივი ან მონაცვლეობით გადახრით და ახლავს ბინოკულარული მხედველობის დარღვევა (ორივე თვალის მიერ ობიექტის ერთდროულად აღქმა). მიზეზები:
    1. ამეტროპია (შორსმხედველობა, ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი);
    2. ანიზომეტროპია (თითოეულ თვალში განსხვავებული რეფრაქცია);
    3. თვალის მამოძრავებელი კუნთების არაერთგვაროვანი ტონუსი, მათი ფუნქციის მოშლა;
    4. სხვადასხვა თანდაყოლილი თუ შეძენილი დაავადებები, რომლებიც იწვევენ ერთ თვალზე მხედველობის მნიშვნელოვან დაზიანებას ან სიბრმავეს.
სიელმე შეიძლება იყოს შეუღლებული ან პარალიტიური, ფარული ან მოჩვენებითი.
მკურნალობის მიზანია ბინოკულარული მხედველობის აღდგენა
    • ოპტიკური კორექცია(სათვალე, კონტაქტური ლინზა)
    • პლეოპტიკა (ამბლიოპიის მკურნალობა):
    • კარგად მხედველი თვალის გამოთიშვა ოკლუზიის საშუალებით.
    • ამბლიოპიური თვალის ბადურა გარსის სტიმულაცია სხვადასხვა მეთოდებით
    • ქირურგიული მკურნალობა თვალის მამოძრავებელ კუნთებზე.
    • ორთოპტიკული და დიპლოპტიკური მკურნალობა აპარატების საშუალებით პრე-  და პოსტოპერაციულ პერიოდში.
    • ამბლიოპია - ზარმაცი თვალი, რომლის მხედველობა არ კორეგირდება სათვალის ან კონტაქტური ლინზის საშუალებით.
    • თვალი ადამიანის დაბადების მომენტიდან უნდა მონაწილეობდეს მხედველობის პროცესში სხვადასხვა მიზეზით (თანდაყოლილი კატარაქტა, განსხვავებული რეფრაქცია-ანიზომეტროპია, ასტიგმატიზმი) შეიძლება შეიზღუდოს ერთერთი თვალის ნორმალური ფუნქციონირება, გაჩნდეს სხვაობა თითოეული თვალის მხედველობის სიმახვილეებს შორის, განვითარდეს წამყვანი და ზარმაცი თვალი.
    ამბლიოპიის მკურნალობა უნდა დაიწყოს მცირე ასაკიდან. საჭიროა ოპტიკური კორექცია, მხედველი თვალის ოკლუზია, ბადურა გარსის სხვადასხვა მეთოდებით სტიმულაცია.

 

კონტაქტური ლინზებით კორექცია

    კლინიკაში ფუნქციონირებს კონტაქტური კორექციის კაბინეტი, სადაც შესაძლებელია ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის კორექცია მაღალი ხარისხის რბილი კონტაქტური ლინზებით. კაბინეტში პაციენტი შეიძენს ლინზის მოვლის საშუალებასაც.

 

   კატარაქტა 

    ბროლი არის გამჭვირვალე ლინზა, რომლის ფუნქციაა სინათლის გარდატეხა და სინათლის გატარება. სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება ბროლის გამჭვირვალობა დაქვეითდეს, რასაც ეწოდება კატარაქტა.
    კატარაქტა შეიძლება განვითარდეს ერთ ან ორივე თვალზე დამოუკიდებლად, იგი არ გადადის ერთი თვალიდან მეორეზე. მისი განვითარება არ არის დაკავშირებული მხედველობის გადაძაბვასთან, კატარაქტის არსებობა არ ნიშნავს, რომ  თქვენ გემუქრებათ აბსოლუტური სიბრმავე.
    ყველაზე ხშირად კატარაქტა გვხვდება ნორმალური დაბერების პროცესის შედეგად 45 წლის ზევით და ეწოდება ასაკობრივი კატარაქტა. კატარაქტა შეიძლება არსებობდეს დაბადებისთანავე. ამ შემთხვევაში მას თანდაყოლილი კატარაქტა ეწოდება.
    კატარაქტა ასევე გვხვდება ტრავმის, ქრონიკული ანთების, ულტრაიისფერი დასხივების, სხვადასხვა დაავადებების (გლაუკომა, შაქრიანი დიაბეტი) შედეგად. შაქრიანი დიაბეტის ფონზე განვითარებული კატარაქტა ხასიათდება სწრაფი პროგრესირებით.
    კატარაქტის ძირითადი სიმპტომია მხედველობის დაქვეითება.
    კატარაქტის მკურნალობის ერთადერთი საშუალება შემღვრეული ბროლის ქირურგიულად მოცილებაა.

<< გვერდის დასაწყისში

   გლაუკომა

    გლაუკომა წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას, რომლის დროსაც აღინიშნება თვალშიდა წნევის მომატების ფონზე განვითარებული მხედველობის ნერვის ატროფია. გლაუკომის დროს ხდება მხედველობის დაკარგვა სრულ სიბრმავემდე, რისი აღდგენაც შეუძლებელია.
    გლაუკომა საკმოდ გავრცელებული დაავადებაა, ძირითადად ავადდებიან ადამიანები 40 წლის შემდეგ, თუმცა აღინიშნება შემთხვევები უფრო ახალგაზრდა ასაკში. არსებობს გლაუკომის თანდაყოლილი ფორმებიც.
    ნორმალური თვალშიდა წნევა მერყეობს 16-25 მმ ვცხწყ. სვ. მაკლაკოვის ტონომეტრით გაზომვის შემთხვევაში. თვალშიდა წნევის წონასწორობა განისაზღვრება თვალშიდა სითხის პროდუქციისა და მისი უკუგადინების თანაფარდობით. თუ მოხდა თვალშიდა სითხის უკუგადინების შეფერხება, მატულობს თვალშიდა წნევა, რაც თავის მხრივ იწვევს მხედველობის ნერვის დაზიანებას.
    ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორს. თუ თქვენს ნათესავს აქვს გლაუკომა, რეკომენდირებულია გაიაროთ ოფთალმოლოგის კონსულტაცია მინიმუმ წელიწადში ერთხელ.
    გლაუკომის დროული დიაგნოსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების მკურნალობისა და პროგნოზისათვის.

 

    გლაუკომის არსებობაზე მიანიშნებს შემდეგი ჩივილები:
    • მხედველობის დაბინდვა;
    • სინათლის წყაროზე ცქერისას ცისარტყელის რგოლების გაჩენა;
    • დისკომფორტის, თვალის დაღლილობისა და დაძაბულობის შეგრძნება;
    • ბინდის მხედველობის გაუარესება;
    • თვალის გარშემო უმნიშვნელო ტკივილები;
    • გლაუკომის ზოგიერთი ფორმა პირიქით, მიმდინარეობს ძლიერი ტკივილით.

    გლაუკომა არ არის გადამდები დაავადება. როგორც წესი ორმხრივია, თუმცა ვლინდება ცალცალკე, რამდენიმე თვის ან წლის შუალედით.
მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია გაარკვიოს გაქვთ თუ არა გლაუკომა.
ჩვენს კლინიკაში ხორციელდება გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკა და შესაბამისი კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობის ჩატარება.

 

კონსერვატიული მკურნალობა

    გლაუკომის ადრეულ სტადიაზე მედიკამენტოზური მკურნალობა ძირითადად საკმარისია თვალშიდა წნევის ნორმალიზებისთვის, რაც ანელებს მხედველობის ნერვის დაზიანების პროგრესირებას. მკურნალობის ეფექტურობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დანიშნულების სწორად შესრულებას, საჭიროა ჩაწვეთებებს შორის ინტერვალების დაცვა. ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მედიკამენტის მიმართ შეჩვევა და საჭირო გახდეს წამლის შეცვლა.

 

ქირურგიული მკურნალობა

    მედიკამენტოზური მკურნალობის არაეფექტურობის დროს მიმართავენ ქირურგიულ მკურნალობას. ჩვენს კლინიკაში ტარდება ფილტრაციული ოპერაციები. ქირურგიული მკურნალობის მიზანია დამატებითი გზის შექმნა თვალშიდა სითხის უკუგანდევნისთვის, რის შედეგადაც ქვეითდება თვალშიდა წნევა.
    გლაუკომის ტერმინალურ სტადიაში შესაძლებელია აღინიშნებოდეს ტკივილის სინდრომი, რომლის მოსახსნელადაც მოწოდებულია თვალის მოყინვის ოპერაციები და მგრძნობელობის გამთიშველი პროცედურები.
    მკურნალობის სახეს არჩევს ექიმი დაავადების სტადიის, პაციენტის ასაკისა და თანმხლები დაავადებების მიხედვით.

 

   უვეიტი

    უვეიტი წარმოადგენს სისხლძარღვოვანი გარსის ანთებას. მისი ხვედრითი წილი თვალის სხვა პათოლოგიებს შორის მერყეობს 2.4%-დან 12%-მდე. ეს დაავადება საყურადღებოა იმით, რომ უმეტესწილად გავრცელებულია ახალგაზრდა (20-40 წლამდე) ასაკში. 50% შემთხვევაში იგი იძენს ქრონიკულ ხასიათს პერიოდული გამწვავებით. გამომწვევი მიზეზებიდან ყველაზე ხშირია ტოქსოპლაზმოზი, ტუბერკულოზი, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ვირუსები, რევმატული, აუტოიმუნური დაავადებები და სხვა. 20-30% შემთხვევაში ეტიოლოგიის დადგენა ვერ ხერხდება.
    უვეიტების წარმატებით მკურნალობისთვის აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა, რაც საჭიროებს პაციენტის მრავალმხრივ გამოკვლევას; სისხლის იმუნოლოგიური ანალიზები, ფილტვების რენტგენოგრაფია, ტომოგრაფია და სხვა.
    მკურნალობა ძირითადად მედიკამენტოზურია, თუმცა მძიმე შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევაც.

 

   ბადურა გარსის დაავადებები

ასაკობრივი მაკულოდისტროფია

    ასაკობრივი მაკულოდისტროფია წარმოადგენს ბადურა გარსის ცენტრალური უბნის დეგენერაციულ დაავადებას, რომელიც ხასიათდება პროგრესირებით. იგი 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში სიბრმავის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. განსაკუთრებით საშიშია ასაკობრივი მაკულოდისტროფიის “სველი” ფორმა.
     „სველი“ მაკულოდისტროფიის გამომწვევი მიზეზია ყვითელი ხალის სისხლძარღვების პათოლოგია და იშემია (კვების დაქვეითება). ამ დროს ორგანიზმი ცდილობს შეებრძოლოს დეფექტს და სისხლძარღვოვანი უკმარისობის კომპენსაციის მიზნით იწყებს სისხლძარღვოვანი ზრდის ფაქტორების (VEGF) გამოყოფას, რაც იწვევს ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას. ეს სისხლძარღვები არის არასრუფასოვანი, ადვილად ზიანდება, რის შედეგადაც ადგილი აქვს სისხლჩაქცევებს და შეშუპებას. სისხლჩაქცევები კი მხედველობის დაქვეითებისა და შემდგომ ეტაპზე სიბრმავის მიზეზი ხდება.
    დასაწყის სტადიაზე შესაძლოა მხედველობა არ დაქვეითდეს. შემდგომ მხედველობა იწყებს დაქვეითებას, ხშირად ერთ წელწადში ადილი აქვს მხედველობის შეუქცევად დაქვეითებას, დაბალი მხედველობის გარდა ადგილი აქვს საგნების კონტურების ცვლილებას, ხაზების დეფორმაციას, ცენტრალურად შავი ლაქის გაჩენას.
    მკურნალობა ძირითადად მედიკამენტოზურია: ვიტამინები ანტიოქსიდანტები. მძიმე ფორმის დროს ანუ „სველი“ ფორმის დროს მიმართავენ ბადურა გარსის ლაზერკოაგულაციას, თვალშიდა ინექციებს.

 

დიაბეტური რეტინოპათია

    ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და სიბრმავის გამომწვევი მიზეზი მთელ მსოფლიოში. იგი განპირობებულია ბადურა გარსის სისხლძარღვების დაზიანებით, რაც იწვევს სისხლჩაქცევებს, არასრულფასოვანი სისხლძარღვების გაჩენას, ბადურას შეშუპებას, შორს წასულ სტადიებზე ბადურა გარსის სრულ გადაგვარებას და ჩამოცლას.
    ძირითადად ზიანდება ორივე თვალი.
    თუ თქვენ გაქვთ დიაბეტური რეტინოპათია, თავიდან შეამჩნევთ მხედველობის გაუარესებას, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოიმატებს და საბოოლოდ განვითარდება სრული სიბრმავე.
    დიაბეტური რეტინოპათიის სტადიები:
    • მსუბუქი ხარისხის არაპროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია – საწყისი სტადია, როდესაც ჩნდება მიკროანევრიზმები – მცირე ზომის ბუშტის მაგვარი წარმონაქმნები წვრილი კალიბრის სისხლძარღვებზე.
    • საშუალო სიმძიმის არაპროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია – დაავადების პროგრესირებისას იხშობა ბადურას მკვებავი სისხლძარღვები.
    • მძიმე ხარისხის არაპროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია – ამ დროს უკვე მთელი ბადურის სისხლძარღვებში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, აღინიშნება ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების დეფიციტი, რაც ახალი არასრულფასოვანი სისხლძარღვების გაჩენის მიზეზია.
    • პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია – შორსწასული სტადია, გართულებული სტადია, ამ დროს უკვე იწყება არასრულფასოვანი სისხლმდენი სისხლძარღვების წარმოქმნა, რაც იწვევს სისხლჩაქცევებს თვალში და მხედველობის მკვეთრ დაქვეითებას.
    დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობა და პროფილაქტიკა ძირითადად გულისხმობს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლს, პირველ რიგის მკურნალობის მეთოდია ბადურა გარსის ლაზერკოაგულაცია, ასევე მიმართავენ თვალშიდა ინექციებს.

 

ბადურა გარსის ცენტრალური ვენის თრომბოზი

    ცენტრალური ვენის თრომბოზი არის ბადურა გარსში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა. იგი მიეკუთვნება თვალის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პათოლოგიას, რომელიც იწვევს მხედველობის ნაწილობრივ ან სრულ დაკარგვას. მისი განვითარების რისკ–ფაქტორებია 65 წლის ზევით ასაკი, ათეროსკლეროზი, ჰიპერტონული დაავადება, დიაბეტი და სისხლის რეოლოგიური ცვლილებები.
    თრომბოზის შედეგად 3-6 თვის შემდეგ ბადურაზე ვითარდება ახალი არასრულფასოვანი სისხლძარღვები, რომლებიც ასრულებენ კომპენსატორულ ფუნქციას ჰიპოქსიის დროს. ნეოვასკულარიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს განმეორებითი სისხლჩაქცევები და მეორადი ნეოვასკულარული გლაუკომა მხედველობის სრული დაკარგვით. ბადურას ახალგანვითარებული სისხლძარღვების დროული ლაზერკოაგულაცია არის მეორადი ნეოვასკულარული გლაუკომის განვითარების და პროგრესირების პროფილაქტიკა.

 

ბადურა გარსის ჩამოცლა

    ბადურის ჩამოცლა არის ბადურა გარსის განშრევება ქვეშმდებარე სისხლძარღვოვანი გარსისგან, რაც იწვევს მხედველობის მკვეთრ დაქვეითებას.
    ბადურის ჩამოცლის მიზეზი შეიძლება იყოს მაღალი ახლომხედველობის გამო განვითარებული პერიფერიული დეგენერაციები, ნახეთქები, სიმსივნური პროცესები, თვალის ანთება, შორსწასული დიაბეტური რეტინოპათია, ტრავმა, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ჩვეულებრივი ასაკობრივი ცვლილებები.
    ბადურა გარსის ჩამოცლის დროს პირველ ეტაპზე ჩნდება მრავლობითი მცურავი შავი წერტილები და შეიძლება თან ახლდეს ნათებები. შემდეგ უკვე ჩნდება „ფარდის ჩამოფარების“ სიმპტომი. 
     ბადურა გარსის ჩამოცლის ერთადერთი სამკურნალო ღონისძიებაა ქირურგიული ჩარევა. ექიმთან დროული ვიზიტი მკვეთრად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას. ბადურა გარსის ჩამოცლის დროს ზიანდება ნერვული ბოჭკოები, ამიტომ დროულ მკურნალობას გადამწყვეტი როლი ენიჭება.  
    ბადურა გარსის ჩამოცლის დროს ქირურგიული მკურნალობის მიზანს წარმოადგენს ნახეთქის პოვნა და მისი დახურვა. ამისთვის საჭიროა გამოვიწვიოთ ასეპტიური ანთება (კრიოპექსიით ან ლაზერკოაგულაციით), რომლის შედეგადაც ნახეთქის არეში საბოლოოდ ჩამოყალიბდება ნაწიბური. ეს ხელს შეუწყობს ბადურის ჰერმეტულობის აღდგენას. იმისათვის, რომ ბადურა გარსი მიეფინოს მის ქვეშ მდებარე სისხლძარღვოვან გარსს, თვალის კაკალზე გარედან აკერებენ სილიკონის პლომბს, რომელიც როგორც ზონარი ეჭირება თვალის კაკლის კედელს და აახლოებს თვალის გარსებს ერთამნეთთან.
    მკურნალობის შედეგი დამოკიდებულია პაციენტის ექიმთან დროულ ვიზიტზე, ასევე თვალის თანდართული დაავადებების არსებობაზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.

უკან დაბრუნება